ბრაუზერის თქვენ მიერ გამოყენებული ვერსია მხარდაუჭერელია!
ამ გვერდს ხედავთ იმიტომ, რომ იყენებთ მოძველებულ ან მხარდაუჭერელ ბრაუზერს. Wizzair.com-ის დათვალიერების გასაგრძელებლად და ყველა ფუნქციით სარგებლობისთვის გირჩევთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერი.
ისრაელი მართლაც მშვენიერი ქვეყანაა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველამ უნდა ნახოს. ერთხელ მონახულების შემდეგ, მუდმივად იქ დაბრუნების სურვილი გექნებათ.
რატომ უნდა მოინახულოთ ისრაელი?
ისრაელი კომპაქტური ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დათვალიერება შედარებით მარტივია. იერუსალიმი ისტორიით მდიდარია და სამი რელიგიის სამშობლოა, რაც აშკარად ჩანს კიდეც მის არქიტექტურაში. წმინდა ქალაქში მოგზაურობა ხშირად შთამაგონებელია და ქალაქის ცენტრების გარდა, დამთვალიერებლებს შეუძლიათ მოინახულონ პლაჟები, უდაბნოები და ბუნებრივი ნაკრძალები. ამის შემდეგ კი შეგვიძლია ვახსენოთ უგემრიელესი სამზარეულო, ფალაფელით, ბაბა განუშით თუ შაკშუკათი.
ისრაელის ღირსშესანიშნაობები
მოგზაურობის დასაწყებად საუკეთესო არჩევანია თელ-ავივი. ამ ბრწყინვალე მულტიკულტურულ ქალაქს არასდროს ძინავს. აქ ყველაფერია, რაც თანამედროვე მეტროპოლისისთვისაა დამახასიათებელი — ბარები, კლუბები და ხელოვნების ცენტრები. სხვა საოცარ სანახაობათა შორისაა მშვენიერი ეინ-გადის ოაზისი, მასადის უძველესი ციხესიმაგრე და გალილეის მდიდარი პეიზაჟები.
მკვდარი ზღვა ისრაელში
საერთაშორისო მნიშვნელობის სანახაობა და ნამდვილი ფენომენი — მკვდარი ზღვა ცნობილია მსოფლიოში ყველაზე მარილიანი წყლით, რომელიც ჩაძირვის შესაძლებლობას გამორიცხავს. წაიღეთ გაზეთი, გადაიღეთ ფოტო და გაიმეორეთ საკულტო იმიჯი; იკითხეთ გაზეთი წყალზე ტივტივისას.